
ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა, 180 ადამიანი კი დაშავდა.
მატჩის შემდეგ Arema FC-ისა და მისი მეტოქის Persebaya Surabaya-ს მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე „შეიჭრნენ“ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ადამიანები სტადიონის გასასვლელისკენ მასობრივად დაიძრნენ, რამაც გამოიწვია ჭყლეტა.
დაღუპულებს შორის ორი პოლიციის თანამშრომელია.
ამავე თემაზე:
ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი ჭყლეტისას 129 ადამიანი დაიღუპა