
ირანში, ქალაქ ზაჰედანის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პოლიციელი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები მლოცველებს შორის იმალებოდნენ და პოლიციის განყოფილებაზე შეტევების დასაწყებად შესაფერის მომენტს ეძებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა თავდასხმა, ქვეყნის მასშტაბით მასობრივ პროტესტს, თუმცა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების რამდენიმე რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს.
ირანში მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ჰიჯაბის წესის დარღვევის გამო 22 წლის ქალი დააკავა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით მოგვიანებით გარდაიცვალა.