"ძალიან გვამხნევებს ის, რასაც ახლა ვხედავთ" - ოსტინი ლიმანზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის მიერ ლიმანის გათავისუფლება ბრძოლის ველზე წამახალისებელი წარმატებაა, რაც რუსი სამხედროების წინსვლას გაართულებს.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ძალიან გვამხნევებს ის, რასაც ახლა ვხედავთ", - თქვა ოსტინმა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ ლაიმანი განლაგებული იყო იმ მიწოდების ხაზების გასწვრივ, რომელსაც რუსეთი თავისი ჯარებისა და მასალების სამხრეთსა და დასავლეთში გადასაყვანად იყენებდა.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს უკრაინამ ქალაქი ლიმანი დაიბრუნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი