მტერი ცდილობს, მოქალაქეებს რუსულ არმიაში გაწევრიანება აიძულოს...3 000-მდე უნდა შეაგროვონ - მელიტოპოლის მერი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქის, მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ  კვაზი რეფერენდუმების მიზანი ადამიანების ძალდატანებითი მობილიზებაა, რუსულ არმიაში გასაწევრიანებლად. 

მისი თქმით, მტერი ადამიანებს სკოლებში, საწარმოებსა და საავადმყოფოებში აგროვებს. მათთვის მიცემული ბრძანების თანახმად კი 3 000 ადამიანი უნდა შეაგროვონ. 

"ფეიკ რეფერენდუმების მიზანი ადამიანების ძალდატანებითი მობილიზებაა. მტერი ცდილობს მოქალაქეებს რუსულ არმიაში გაწევრიანება აიძულოს. ადამიანებს სკოლებში, საწარმოებსა და საავადმყოფოებში აგროვებენ. ბრძანება აქვთ მიღებული 3 ათასი ადამიანი შეაგროვონ. დღეს ახალი ბრძანება გასცეს, თუ მოქალაქეს არ სურს რეზერვში გაწევრიანება, ვალდებულია სამხედრო კომისარიატში მის ნაცვლად სხვა 2 ან 3 მიიყვანოს. მსგავსი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ლოზუნგია აქვთ „არ გინდა ჯარში, მაშინ შენი მეგობარი მოგვიყვანე“ - ამბობს ის. 

აღსანიშნავია, რომ მელიტოპოლის მერი საუბრობს დროებით იკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა დიდ ნაწილს რუსული ჯარი აკონტროლებს. 

ცნობისთვის, პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი