
ერთი თვის წინ გათავისუფლებულ ბალაკლიაში ტრაგედია მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც გამოძახებაზე მიდიოდა ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე დაიღუპა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი, ხოლო ექიმმა დამწვრობა და ტვინის შერყევა მიიღო. მანქანა დაიწვა.