"მდგომარეობა არაადეკვატურად დამძიმებულია" - დღეს მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ჩართული უცხოელი სპეციალისტი ჩამოდის

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ჩართული კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი თბილისში დღეს საღამოს ჩამოფრინდება. ამერიკელი ნევროლოგი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლინიკა ვივამედში მოინახულებს და დამატებით კვლევებს ჩაუტარებს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე სწავლობს ექიმი გასტრო-ენტეროლოგი შეერთებული შტატებიდან. იგეგმება საქმეში ნობელიანტი პროფესორის ჩართვაც, რომელმაც პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა. 

"ორი ადამიანი უკვე იყო ჩამოსული, ერთი შვეიცარიიდან და ერთი შტატებიდან. დადეს უკვე დასკვნები კიდევ დარჩა ერთი გასტრო-ენტეროლოგი, რომელიც შტატებშია, ის არც აპირებდა ჩამოსვლას იქ წერს დასკვნას, იმის საფუძველზე რაც აქედან აქვს მიღებული. დღეს ღამე უნდა ჩამოვიდეს ბატონი კობი, რომელიც ორთოპედია. იმ ადამიანებმა, ვისაც გვინდა მისი ფიზიკურად გადარჩენა, უნდა ვიჩქაროთ", - ამბობს გიული ალასანია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა ვივამედში ის ცენტრ ემპათიის წევრებმა მოინახულეს. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.

"განხორციელდა ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებულია. ბოლოს ჩვენ ვნახეთ სექტემბრის დასაწყისში და ახლა მდგომარეობა არაადეკვატურად დამძიმებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე. მულტიპროფილური დიაგნოზები აქვს მას. ველოდებით ნევროლოგის ვიზიტს ამერიკიდან, ასევე შესაძლებელია ბატონი კოლბი ჩამოვიდეს, ეს გახლავთ ცნობილი პროფესორი ამერიკიდან. შემდგომში ექსპერტიზა სასწრაფოდ დასრულდება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ძალიან სწრაფად იქნება დასკვნა", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი