უკრაინა იმარჯვებს - პუტინის ფსევდოიმპერია სისხლით შეერთებულ მიწებს კარგავს

გამოქვეყნდა:

პომპეზური და უკანონო ანექსიიდან რამდენიმე საათში პუტინის ფსევდო  იმპერიამ სისხლით შეერთებული მიწების ნაწილი უკვე დაკარგა - უფრო სწორად, ეს ტერიტორიები დაიბრუნა მისმა კანონიერმა მფლობელმა -უკრაინელმა ხალხმა, რაც ოფიციალურადაც დაადასტურა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. 

ამ ეტაპზე სრულად გათავისუფლებულია სტრატეგიული ქალაქი ლიმანი, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთის არმიას უკვე ლუჰანსკში ექმნება დიდი პრობლემა. 

პარალელურად, ხერსონში სატანკო იერიშის შედეგად უკრაინელებმა 10 კილომეტრის სიღრმეში გადაწიეს ფრონტი. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დასახლების გათავისუფლების შესახებ. აფეთქებების ხმები ისმოდა სევასტოპოლის სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც 2014 წლიდან რუსები აკონტროლებენ. ამის პარალელურად, რუსები ვეღარ მალავენ რომ მათ სარდლობაში დაპირისპირებაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი