მოზღვავებული დეზერტირები - რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რატომ?

გამოქვეყნდა:

მიგრაციული ტალღა ბოლო თვეებია ქვეყანა მოიცვა. თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილში ბოლო დროს ძირითადად რუსული საუბარი ისმის. და თითქმის ყველას ჰყავს ახალი რუსი მეზობლები, რომლებმაც ან უკვე იყიდეს ბინა, ან გრძელვადიანი იჯარით აიღეს ქონება და აქ დამკვიდრებას ცდილობენ. რუსეთის მოქალაქეების მოზღვავება სწორედ მობილიზაციის შემდეგ დაიწყო და თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე გულმხურვალე პუტინისტი ბლოგერებიც კი ამჯობინებენ საქართველოში გამოიქცნენ, ვიდრე მათი შეშლილი ლიდერისთვის მოკვდნენ.  ვითარება არაორდინალურია და საზოგადოების ნაწილი თანხმდება, რომ საზღვარი გარკვეული დათქმებით უნდა დაიკეტოს, როგორც ეს მაგალითად ფინეთმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ნაწილი სხვაგვარად ხედავს პროცესებს, პუტინს ჯარისკაცები გაურბიან, ე.ი. სამხედრო თვალსაზრისით დავასუსტებთო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი