შვილები და ოჯახი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 1 წელზე - გამოცხადებული შურისძიების ქრონიკა

გამოქვეყნდა:

უკვე ერთი წელია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები თუ რიგითი მოქალაქეები ეკრანებიდან ვუყურებთ გამოცხადებული შურისძიების ქრონიკას. 

ამ ერთმა წელმა კი ბევრი რამ წარმოაჩინა ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზე და ცხადია კიდევ უფრო ბევრი შეცვალა მისი შვილების ცხოვრებაში. 2 წლის ალისა ტელეფონზე თამაშისას მამას ჯანმრთელობის ამბებს ეკითხება, ოღონდ ეს მხოლოდ თამაშია, რადგან სააკაშვილი გამონაკლისია ათასობით პატიმარს შორის, რომელსაც ტელეფონზე წვდომა რატომღაც აუკრძალეს. 

უკვე მე-11 კლასელი ნიკოლოზ სააკაშვილი კი როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამ ერთმა წელმა და ამ ყველაფერში ცდილობს რაღაც დადებითი მაინც იპოვოს და ამით გადალახოს ის, რომ მისი ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი მამა - დღეს პოლიტიკური პატიმარია.  და ბოლოს - მთელი ერთი წელია ის თანამდებობა, რომელიც სააკაშვილმა საქართველოში წამოსვლამდე დატოვა, კიევში ვაკანტურია. ზელენსკის ადმინისტრაციაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელს - მიხეილ სააკაშვილს დღემდე ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი