არავის მივცემთ შესაძლებლობას, ხელი შეგვიშალოს ამ უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებაში - კალაძე

გამოქვეყნდა:

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი წარმატებული ადამიანები გვყავს. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე. ეს დღესასწაულია, სადაც ყველაზე კარგადაა გამოხატული თბილისის ხასიათი - მრავალფეროვნება, სიჭრელე და მიზანდასახულობა, იყოს მუდამ გამორჩეული, განვითარებული ქალაქი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის აღმშენებლობა განვაგრძოთ. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ხელი შეგვიშალოს ამ უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებაში“, 

განაცხადა კახა კალაძემ თბილისობა 2022-ის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი