
დღეს, 3 ოქტომბერს, რუსეთის დუმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის კანონპროექტებს განიხილავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა. პუტინის კანონპროექტებში ნათქვამია რომ 2023 წლის 1 ივნისამდე "ახალ რესპუბლიკებსა" და ოლქებში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი ტერიტორიული ორგანოები, მიმოქცევაში იქნება რუბლი თუმცა 31 დეკემბრამდე დაშვებული იქნება უკრაინული გრივნას მოხმარებაც. ასევე "ახალი რესპუბლიკების" შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას შეუერთდება.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია კონსტიტუციურად აღიარა.