
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მცირე დასახლებები, არხანგელკსი და მიროლიუბივკა გაათავისუფლეს.
ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
"ყოველ დღე, ორჯერ მაინც, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში ანგარიშებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს, მოგეხსენებათ, ასეთი ტენდენციაა. ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ, სადღაც ფსევდო რეფერენდუმები გამართა და უკრაინის დროშა რომ ბრუნდება რუსული ფარსი, რაღაც კანონპროექტებითა და დანართებით აღარავის ახსოვს, გარდა უკრაინის ძალოვანი უწყებებისა, რადგან ყველა, ვინც კავშირშია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტთან, პასუხს აგებს ამაზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აახლოებს გამარჯვების წუთებს, ვინც უკრაინის დროშას, უკრაინის მიწაზე დამსახურებულ ადგილას აბრუნებს", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ამ წარმატებულ კონტრშეტევამდე უკრაინელებმა ლიმანი დაიკავეს.