ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება იქნენ ოლიგარქებად“.

ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი. დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი