
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქსა და ლიმანში მარცხის შემდეგ, რუსეთის საინფორმაციო სივრცე ძირეულად შეიცვალა.
ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსულმა საინფორმაციო სივრცემ მნიშვნელოვნად გადაუხვია კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასურველი ნარატივისგან.
რუსული სამთავრობო მედიები, ასევე კრემლის პროპაგანდისტები ლიმანის დაკარგვას გლოვობენ და მობილიზაციის ბიუროკრატიულ წარუმატებლობას აკრიტიკებენ. გარდა ამისა ღიად აკრიტიკებენ, სამხედრო ხელმძღვანელობას.