ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნდა:

თეირანში, ირანის წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ორშაბათს გაკვეთილები შეჩერდა და ონლაინ რეჟიმში გადავიდა მას შემდეგ, რაც ღამით სტუდენტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

შარაფის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა თქვა, რომ შესაბამის ზომებს სტუდენტების უსაფრთხოების დასაცავად მიმართს.

დაახლოებით 200 სტუდენტი კვირას საპროტექსტო აქციაზე შეიკრიბა. ისინი სკანდირებდენ "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მედია ამბობს, რომ პოლიციას ჰქონდა იარაღი, რომელიც ფოლადის არასასიკვდილო ტყვიებს ისრვის.

ირანში დემონსტრაციები უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს. პროტესტი 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. 

საპროტესტო ტალღის დროს ათობით მომიტინგე დაიღუპა და ათასზე მეტი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი