
ივნისში, საჰაერო ბრძოლაში დაღუპულ „კიევის აჩრდილების“ ლიდერს, პოლკოვნიკ მიხაილო მატიუშენკოს მშობლიურ ქალაქ ბუჩაში დღეს დაკრძალავენ.
პოლკოვნიკი მატიუშენკო ხელმძღვანელობდა მფრინავების ჯგუფს, რომლებიც ლეგენდად იქცნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან და მათ "კიევის აჩრდილად" მოიხსენიებენ.
მატიუშენკო შავ ზღვაზე საჰაერო ბრძოლისას დაიღუპა და ცხედარს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.