
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რათა ჩაერთოს საქმეში და მესამე პრეზიდენტთან უცხოელი ექსპერტი ჯეიმს კობი შეუშვან.
"სახალხო დამცველს მისი ეგიდით შეუძლია ეს ექსპერტი შეიყვანოს ბატონ მიხეილ სააკაშვილთან. მოვუწოდებ სახალხო დამცველს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში ნომერ პირველი აღიარებული ექსპერტს დაეხმაროს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს მისი შეყვანა კლინიკა ვივამედში.
ხარვეზი ის გახლავთ, რომ ვითომ ბატონ კობის არ წარმოუდგენია ბოლო წლების მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არაერთხელ იქნა წარმოდგენილი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ამ პოზიციაზეა. ჩვენ სხვადასხვა ფორმით შეგვიძლია ეს დოკუმენტი შევიტანოთ, მაგრამ ეს დაკავშირებული იქნება საკმაოდ ბევრ დროსთან", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.