
დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის განცხადებით, რუსები ადგილობრივებს რეზერვში წასვლას აიძულებენ და ემუქრებიან. ივან ფედოროვის თქმით, ხალხ ქალაქიდან გაქცევას, მტერი კი რუსული პასპორტების დარიგებას ცდილობს:
"მელიტოპოლში ფეიკ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ოკუპანტები მამაკაცებს ქუჩაში იჭერენ და რეზერვში წასვლას აიძულებენ. ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს იარაღის ემუქრებიან. ხალხი მელიტოპოლიდან გაქცევას ცდილობს. დღეს უკვე 4000 ათასამდე ადამიანი ჩავიდა ვასილივკას დასახლებულ პუნქტში და ოკუპანტებისგან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაშვებას ითხოვენ. მტერი მათ არ უშვებს. გუშინ მხოლოდ 50 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი გაატარეს. ახალი კანონები შემოიღეს და ცდილობენ რუსული პასპორტები დაარიგონ. ვერ იპოვეს ადამიანები ვისაც რუსულ პასპორტის მიღება სურს. წინააღმდეგის ჩასახშობად კი იძულებულები არიან ძალა გამოიყენონ." ამბობს ფედოროვი