ხმაური ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციის მტკიცებით, ხარაგაულში ფულს სოციალური შემწეობის მიზნით ადგილობრივი მაღალჩინოსნები იღებენ. ინფორმაცია ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე გაასაჯაროვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამაზე საუბარი დაიწყეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს და ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტეს და ოთახიდან მანამ არ გამოუშვეს, სანამ საკრებულოს სხდომა არ დასრულდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.