
თეა წულუკიანმა სტუდენტებს არ მოუსმინა. კულტურის მინისტრმა თსუ ისე დატოვა, რომ ახალგაზრდების პრობლემებით არ დაინტერესებულა. საქმე იმაშია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დღეს კულტურის მინისტრი ესწრებოდა, ახალგაზრდებს კი მისთვის ისეთი პრობლემური საკითხის შესახებ სურდათ საუბარი, როგორიცაა საერთო საცხოვრებელი. სტუდენტები შეხვედრიდან ჯერ ძალის გამოყენებით გაიყვანეს, გერთ კი წულუკიანმა ახალგაზრდებს მისთვის დამახასიათებელი პასუხები გასცა - "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შენ რომ იბადებოდი მაშინ დავდიოდი მე", "შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებ" - ასე მიმართა ახალგაზრდებს კულტურის მინისტრმა, მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა.
სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის წინ დღეს, 4 საათზე აქცია გამართავენ - "ერთად მოვთხოვოთ საერთო საცხოვრებელი სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს!" - აცხადებენ ისინი.