"ვაკვირდებით გადაწყვეტილებას" - პესკოვი უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადზე

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყურადღებით აკვირდება უკრაინის გადაწყვეტილებას, NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადთან დაკავშირებით. 

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისკენ "სამხედრო ოპერაციის" ერთ-ერთი მიზეზი იყო.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ NATO-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი", - თქვა მან.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი