ომის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 3500-მდე კიბერშეტევა გაანეიტრალა

გამოქვეყნდა:

ომის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] 3500-მდე კიბერშეტევა გაანეიტრალა სამთავრობო ორგანოებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

უსაფრთხოების სამსახურის კიბერსპეციალისტებს მუდმივ რეჟიმში უწევთ ოკუპანტების საინფორმაციო და დივერსიული ქმედებების საფრთხეების აღკვეთა. 

"დადგინდა, რომ რუსეთის თავდასხმების უმრავლესობა მიმართული იყო ან ციფრული სერვისების განადგურებისკენ ან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ინდუსტრიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების მუშაობის დესტაბილიზაციისკენ.
ასეთი დივერსიების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ რუსული სპეცსამსახურები და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფები" ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პოლტავას რეგიონში უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა ჰაკერების ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა რუსეთის ფედერაციის დაკვეთით და გეგმავდნენ მძლავრი კიბერშეტევების სერიას სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონულ სისტემებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე.
კრიმინალურ დაჯგუფება ოთხი ჰაკერისგან შედგებოდა, რომლებიც სპეციალიზებულნი იყვნენ ციფრულ საინფორმაციო რესურსებზე თავდასხმების განხორციელებაში და ამისთვის რუსეთიდან იღებდნენ ფულს გადახდის აკრძალული სქემებით.

SBU-ს კიბერ დანაყოფებმა გამოავლინეს გეგმა, დაადგინეს რუსი ორგანიზატორები და დააკავეს უშუალო შემსრულებლები.

კიდევ ერთი ჰაკერული ჯგუფი გაანეიტრალეს ლვოვში. ოკუპანტების დავალებით, ჰაკერებმა მასიურად გატეხეს უკრაინიდან ევროკავშირის ინტერნეტ მომხმარებლების აქტიური ანგარიშები და მიიღეს წვდომა მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე.

"გამოძიების თანახმად, აგრესორმა გატეხილი ანგარიშები გამოიყენა უკრაინასა და ევროკავშირში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად" - წერს SBU.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი