
აკია ბარბაქაძის მწვავე მიმართვა და შეკითხვები ნაციონალურ მოძრაობას - გადაცემა "დღის სტუმრის" ეთერში, სამხედრო ექსპერტი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიის ლიდერებმა უნდა გასცენ პასუხი შეკითხვას - იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკაზე:
"ჯიუტად ქართული ოცნება არ აპირებს ხელფასების გაორმაგებას რიგითი კაპრალებისა და ოფიცრებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯიუტად აგრძელებენ რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში, რომ ქართული შეიარაღებული ძალები დარჩეს რიგითების და ოფიცრების გარეშე, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლოს თავის ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აი ამას აკეთებს ოცნება. ოცნებისგან ეს არ მიკვირს, მე მიკვირს ოპოზიციისგან და მე მიკვირს განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის პოზიციისა მათი წარმომადგენლისგან, რომელმაც 2 დღის წინ გააკეთა ეს განცხადება, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ ოცნებასთან ერთად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და შეიარაღებული ძალების გამართულობაზე და მზადყოფნაზე, ეს გააკეთა დევი ჭანკოტაძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პარლამენტში და ის სპექტკალი, რომელიც იქ დაიდგა, რას გვიმტკიცებს ნაციონალური მოძრობა ოცნებასთან ერთად, რომ ორჯერ ნაკლები ხელფასი არის ჯარის აღმშენებლობა ჩვეულებრივ არაკვალიფიციურ მუშასთან და პასუხის მოთხოვნა ოცნებაზე, ეს არის საბოტაჟი ჯარის მშენებლობაში? რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ მოუმატონ რომ არ დაიცალოს რიგითი კაპრალებისაგან და ოფიცრებისაგან ქართული შეიარაღებული ძალები.
ეს არის მხოლოდ კითხვა ჯერ ნაციონალური მოძრაობისათვის, მე ველოდები პასუხებს და განსაკუთრებით დევი ჭანკოტაძისგან, მიკვირს მისგან, ოთხი დღის წინ იძახდა, რომ არანაირ ინფორმაციას არ აძლევდა თავდაცვის და უსაფრთხოების საპარლამენტო კომისია მის კითხვებს და ეხლა ორი საათის განმავლობაში იყო სამხედრო ნაწილში და პასუხისმგებლობას იღებს თავის პარტიასთან ერთად, ოცნების თავდაცვის პოლიტიკაზე. ეს არის კითხვები იმ კომენტარებზე, რომელიც გააკეთეს და გააკეთეს როგორც ოცნების სპიკერებმა, ისე მათ გვერდით, გენერალმა ჭანკოტაძემ და 2 დღეა გაჩუმებულია ნაცმოძრაობა. ისინი არ ემიჯნებიან მათ. აქამდეც უნდა გამიჯვნოდნენ. ნახეთ ეგ რას ნიშნავს თუ არ გინახავთ და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას რუსულ ოცნებასთან ერთად?" მიმართავს აკია ბარბაქაძე ენმ-სა და მის ლიდერებს." თქვა აკია ბარბაქაძემ "დღის სტუმრის" ეთერში.