სამტრედია-გრიგოლეთის გზა 10 წელია შენდება, თუმცა 4 ლოტიდან 3 კვლავ დაუსრულებელია | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

სამტრედია-გრიგოლეთის გზა 10 წელია შენდება, თუმცა 4 ლოტიდან 3 კვლავ დაუსრულებელია, - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად მშენებლობისთვის სულ 237 მლნ ლარი იყო საჭირო, თუმცა 2021 წელს თანხა 1 მილიარდ ლარს გასცდა.

გარდა ამისა, მშენებლობის დაწყების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 მინისტრი გამოიცვალა, თუმცა პროექტი ჯერაც დაუსრულებელია.

სამტრედია-გრიგოლეთის 4 მონაკვეთიდან ყველაზე გვიან - 2019 წელს - მე-3 ლოტი უნდა დასრულებულიყო. თუმცა ამჟამად მხოლოდ ერთი მონაკვეთია დასრულებული, 3 კი კვლავ დაუსრულებელია, 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად მშენებლობისთვის სულ 237 მილიონი ლარი იყო საჭირო, თუმცა 2021 წელს თანხა 1 მილიარდ ლარს გასცდა", - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი