ფლორიდაში ქარიშხალ "იანის" მსხვერპლთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ფლორიდის შტატში ქარიშხალ "იანის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას skynews ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 10 000 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება, თუმცა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბევრი მათგანი თავშესაფრებში ან ელექტროენერგიის გარეშეა.

სტიქიამ შტატში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ასევე დაანგრია ელექტროგადამცემი ხაზები, 30 000-ზე მეტ ადამიანს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

"იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი