პუტინმა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური თანამდებობიდან მოხსნა

გამოქვეყნდა:

პუტინმა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ჟურავლიოვს გენერალ-ლეიტენანტი, რომან ბერდნიკოვი შეცვლის, თუმცა ცვლილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქი იმ ხუთიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აერთიანებს.

რუსეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებლობასა და უკრაინის მიერ ლიმანის აღებაში პასუხისმგებლობას გენერალ-პოლკოვნიკ ჟურავლიოვს აკისრებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი