რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

„რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს ხოლმე, ოღონდ 10% გაიგო იმის, რაც აქ ხდება სინამდვილეში. მე დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. მართლაც, ბატონი რომანი დადის ხოლმე და რიგებში ისმენს. ამ საქმიანობით არის დაკავებული, მიდი-მოდის და იქ ყურს მოკრავს რაღაცებს, კარგად ვერ ისმენს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე. ერთ რაღაცას მოკრა ყური და შემდეგ განავრცო და სწორი როგორ არის, ამას ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნება, მაშინ გაიგებთ. ბატონი რომანის ინფორმაციებს შეგიძლიათ 10%-ს ხანდახან ენდოთ“, 

ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძის ინფორმაციაზე, რომ ოცნებიდან "წასულებს" შესაძლოა კიდევ შეუერთდნენ სხვა დეპუტატები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი