ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ერევა - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მდინარაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენასთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წინადადება "ფეიკია".

„არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ეს რეალობა არ არსებობს, ეს მოცემულობა არ არსებობს, შესაბამისად, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.

არის სხვა კრიტერიუმებიც, აფინანსებს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას? - არ აფინანსებს, შესაბამისად მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანს უწოდო, არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ოლიგარქი, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი და „ფეიკი“ რომაა მათი ყველა წინადადება ამასთან დაკავშირებით და ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხსნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი