
თურქეთში ვიზიტის დროს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, აზოვის მებრძოლებს შეხვდა. უკრაინის დამცველები დღეს დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.
"ბევრი ემოციაა. ამ წუთამდე გზა გრძელი და რთული იყო. ბოლოს შეძლეს ჩახუტება.
მივესალმე მათ და მადლობა გადავუხადე უკრაინისგან, პრეზიდენტისგან და იმ ხალხისგან, ვისთვისაც ისინი იბრძვიან. მთავარი ის არის, რომ უკრაინა იბრძვის და იბრძვის ჩვენი ხალხისთვის. რუსეთის ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი კაცი და ქალია, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე. და ჩვენ თითოელი მათგანი ცოცხალი გვჭირდება" - თქვა უკრინის პირველმა ლედიმ
აზოვსტალის მთავარი მცველები ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, შეთანხმებისამებრ, თურქეთში იმყოფებიან და იქ ომის დასრულებამდე დარჩებიან.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლა 22 სექტემბრის ღამეს მოხდა. უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 215 დამცველი გამოიხსნა. 124 ოფიცერი და აზოვის ხუთი ყველაზე ცნობილი მეთაური [დენის პროკოპენკო, სერხი ვოლინა, სვიატოსლავ პალამარი, ოლეგ ხომენკო , დენის შლეგა] ასევე, უკრაინის ეროვნული გვარდიიდან, უკრაინის გმირი ევგენი ბოვუ.
გარდა ამისა, სახლში დაბრუნდნენ კატერინა პოლისჩუკი ("ჩიტი") და ორსული სამხედროები - მარიანა მამონოვა, იანა შუმოვეცკა და ჩერნენკაია ანასტასია.
უკრაინამ 200 გმირი ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვალა, რომელმაც გამოძიებას ყველა შესაძლო მტკიცებულება უკვე მისცა. ხოლო 5 მეთაური - 55 რუსი ტყვეზე.
აზოვის მეთაურები თურქეთში, იმყოფებიან, სადაც შეთანხმებისამებრ, ომის დასრულებამდე დარჩებიან. ოფიცრების ადგილსამყოფელი მათი უსაფრთხოებისთვის გასაიდუმლოებულია.