ამერიკელი სამხედროების ცნობით, სომალის საჰაერო თავდასხმის შედეგად ალ-შაბაბის ლიდერი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ სომალის საჰაერო თავდასხმის შედეგად ისლამისტი ექსტრემისტების დაჯგუფების "ალ-შაბაბის" ლიდერი მოკლეს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ექსტრემისტი დაჯგუფების ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო. "ალ-შაბაბი" სომალელი ისლამისტი ექსტრემისტების დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის კონტროლის მოპოვების მიზნით სომალის გარდამავალ მთავრობას ებრძვის.

დაჯგუფებამ ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ერთგულება გამოუცხადა. დაჯგუფების მთავარი მიზანი სომალიში ისლამური სახელმწიფოს შექმნაა, ისინი 10 წელზე მეტია სომალის ცენტრალურ ხელისუფლებას ებრძვიან. გარდა ამისა,  დაჯგუფება ხშირად ესხმის თავს როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი