იტალიამ ორ რუს ოლიგარქს ქონება დაუყადაღა

გამოქვეყნდა:

იტალიამ ორ რუს ოლიგარქს  ქონება დაუყადაღა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ 
დაყადაღებულია რუსული ენერგეტიკული გიგანტის, როსნეფტის ყოფილი ხელმძღვანელის, ედუარდ ხუდაინატოვს ვილა ალტაჩიარა, ასევე სასახლე პარკით პორტოფინოში და დამატებით ქონება და მანქანები.

ხუდაინატოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდა და მისი ქონება დაახლოებით 57 მლნ ევროდაა შეფასებული. 

ასევე დაყადაღებულია რუსული კერძო საინვესტიციო ჯგუფის, ესნის თავმჯდომარის, გრიგორი ბერეზკინის 15 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მქონე საკურორტო კომპლექსი ქალაქ სირმოინეში. 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების მთლიანი ღირებულება 1.7 მილიარდ ევროზე მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი