
საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ელისაბედ ბორნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება, საფრანგეთი მზაა და სურს "ომის ფასი აუტანელი გახადოს რუსეთისთვის", - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო შორს წავა უკანონობისა და ესკალაციის მხრივ. საფრანგეთის პრემიერმა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს და არსებობს ფაქტები, რომ რუსეთის ეკონომიკა იხრჩობა“.
ცნობისთვის, საფრანგეთმა უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაუწია და 2 500 ტონა მასალა გადასცა.