რუსეთმა ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა ძებნილთა სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც მარტში პირდაპირ ეთერში გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

აგვისტოში სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. მისმა ყოფილმა ქმარმა რუსულ მედიას 1 ოქტომბერს განუცხადა, რომ იგი გაიქცა შინაპატიმრობიდან მათ ქალიშვილთან ერთად. ყოფილი ქმარი ამბობს, რომ მისთვის უცნობია სად წავიდნენ ისინი.

ჟურნალისტის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი