"რუსი ოლიგარქი, რუსული ხელისუფლების სულის ჩამდგმელი, მსოფლიო დონის ექიმს არ უშვებს სააკაშვილთან და ჰგონია, ამ ნაბიჯით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს. ერთის მხრივ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, როცა ღიად ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ რეგულაციას, ადამიანურ მიდგომას, თავის აგრესიულ ელექტორატს გაამხნევებს და მეორეს მხრივ, მიჩქმალავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას. ამით ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ივანიშვილი ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს".
თქვა ნიკა მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილთან, ნობელიანტი ექიმის შეშვებას ითხოვენ.