ჩავატარებ დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტიზას - მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტი იმყოფება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში კლინიკა ვივამედში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ცენტრ ემპათიის ექსპერტები და ამერიკელი ნევროლოგი იმყოფებიან. ამერიკელი სპეციალისტის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს ჩაუტარებს, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

"შევაფასებ ჩემი პაციენტის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩავატარებ დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტიზას, როგორც ნევროლოგი, ჩავუტარებ ინტერვიუს და როგორც ფიზიკურ ასევე ნევროლოგიურ კვლევას, პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩემს კვლევას დავასრულებ", - თქვა შაჰინ ემანუელ ლახანმა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ამერიკიდან ჩამოსული ექიმი კობი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ, მათ უწყებაში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინეს, რათა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა გასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი