
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფრაქციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს და ამის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია "ხალხის ძალასთან" თანამშრომლობა, რომ ამ დეპუტატებმა პარტიის გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირონ.
"რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, აქ რაიმე არსებითი განსხვავება ჩვენ შორის არ არის და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიუხედავად გაყოფისა, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მითუმეტეს ამ ახალ მოცემულობაში, რომ მათ მხარი დაუჭირონ ჩვენ გადაწყვეტილებებს, ქართულ ოცნებას, ფრაქციას, აღარ აქვს უმრავლესობა არსებული მდგომარეობით პარლამენტში, გვყავს 75 დეპუტატი, რომელიც არის გაწევრიანებული ფრაქციაში, ასეთ ვითარებაში მით უმეტეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ "პრინციუპ საკითხზე" მხარდაჭერასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ "ხალხის ძალასთან". იხილეთ: