
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტიზე ამბობს, რომ არ ჰგონია ის საქართველოში სამართლის უზენაესობაში ერეოდეს. მისივე თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმე მისთვის პოლიტიკურად საინტერესო არაა.
"სამართლის უზენაესობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსები ჭარბად არ უნდა ჩაერიონ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში და მეც ბუნებრივია ამას გავაკეთებ, არ ჩავერევი არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, მით უმეტეს პოლიტიკურად არავითარ შემთხვევაში არ არის საინტერესო ჩემთვის ეს საქმე.
არ ვიცი მან რა თქვა, არ მგონია, რომ მიშელი ერეოდეს საქართველოში სამართლის უზენაესობაში, ეს არ მგონია, არ მომისმენია მისი კომენტარი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: