ძალიან მძიმე ვითარებაა, ამას სჭირდება აუცილებლად მნიშვნელოვანი რეაგირება და არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა მურთაზ ზოდელავამ ევროკომისიის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში
თავშესაფართა მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა.
არანაირი გაკვირვება არავისში არ გამოიწვია ამ ფაქტმა, ვინაიდან ჩვენ უკვე თვალსა და ხელს შუა ვხედავთ, რომ საქართველო ბრუნდება 90-იანი წლების იმ იმიჯში, რომელიც მას ჰქონდა - სავალალო, უმძიმეს იმიჯში. მარტო ჩვენ არ ვხედავთ და ვგრძნობთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ის რომ კრიმინალმა მნიშნელოვნად გაზარდა გავლენები, ის რომ ამას ხელი შეუწყო მაქსიმალურად "ქართულმა ოცნებამ" და ის რომ ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ლიდერებს რაღაც დეკლარირებული დოქტრინა აქვთ, რომ კრიმინალს უნდა შევეგუოთ, მაგათ უნდა ველაქუცოთ და მაგათ უნდა დავუთმოთ რაღაც სეგმენტები.. ეს ყველაფერი აისახა ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. ძალიან მძიმე ვითარებაა, ამას სჭირდება აუცილებლად მნიშვნელოვანი რეაგირება და არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა, არსებული საერთო რაოდენობა შემაშფოთბელია, განსაკუთრებით კი ალბანეთთან და საქართველოსთან მიმართებით, რადგან ამ ქვეყნებიდან მიგრაციის რაოდენობამ მოიმატა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იმ ქვეყნების უმეტესობაში, რომლებიც ევროკავშირიში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, არსებული კრიმინალური დაჯგუფებები ნარკოტიკის, იარაღის და თამბაქოს უკანონო ვაჭრობას კვლავ განაგრძობენ. ანგარიშის ავტორების განმარტებით, ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი პრობელმა არის კორუფცია, რომელიც განსაკუთრებით მოლდოვასა და უკრაინაში შეინიშნება. კორუფციონერების მოქმედების არეალს კი, მათი თქმით, განსაკუთრებით საბანკო სფერო წამოდგენს.