
მამუკა მდინარაძე დღეს უკვე "კატეგორიულად" ამტკიცებს, რომ მათგან გამოყოფილ "ხალხის ძალას" უახლოეს მომავალში აღარავინ შეუერთდება:
"1 თვის და 5 თვის შემდეგ რა იქნება ზოგადად არავინ არ იცის მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რომ მათთან ვინმე გადავიდეს, ეს მოცემულობა არ დგას ამას დღეს უკვე კატეგორიულად გეუბნებით. გუშინ, იცით, რომ გადავიტანე თემა და წინასწარ არ მინდოდა მათი გადაწყვეტილება გამეხმოვანებინა" - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ოქტომბრის საღამოს მდინარაძე იგივეს ამტკიცებდა და ამბობდა, რომ "ოცნებიდან" წასვლას არავინ აპირებდა და ენმ-ს დეპუტატის, რომან გოცირიძის ინფორმაციები "ასინეთობა" იყო.
დღეს, 4 ოქტომბრის დილას კი ცნობილი გახდა, რომ "წასულები" გაფართოვდნენ და "ქართული ოცნებიდან" 5 დეპუტატი დაიმატეს.