კორუფციის თანდათანობითი მაგრამ მტკიცე დაბრუნება ჩვენს რეალობაში გარდაუვალი იყო "ქართული ოცნების" პირობებში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროკომისიის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფართა მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა.
კორუფციის თანდათანობითი მაგრამ მტკიცე დაბრუნება ჩვენს რეალობაში გარდაუვალი იყო "ქართული ოცნების" პირობებში და ეს ევროკომისიის ამ კონკრეტულ ანგარიშშიც არის ასახული. რაც მთავარია, ამას ჩვენი მოქალაქეები აწყდებიან ყოველდღე. რა თქმა უნდა, სიტუაცია არ არის ისეთი მძიმე, როგორც იყო შევარდნაძის პერიოდში, მაგრამ ყოველდღე აწყდებიან ამას როცა გამგეობებში, მუნიციპალურ აიპებში წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებს იყვანენ სამსახურში.. ერთ-ერთი შეკვეთა ჩვენი საზოგადოებისა, წლევანდერ არჩევნებზე არის სწორედ ის, რომ ეს ეროზია, კორუფციის თვალსაზრისითაც, უნდა შეჩერდეს, - ამბობს გიორგი კანდელაკი.
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა, არსებული საერთო რაოდენობა შემაშფოთბელია, განსაკუთრებით კი ალბანეთთან და საქართველოსთან მიმართებით, რადგან ამ ქვეყნებიდან მიგრაციის რაოდენობამ მოიმატა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იმ ქვეყნების უმეტესობაში, რომლებიც ევროკავშირიში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, არსებული კრიმინალური დაჯგუფებები ნარკოტიკის, იარაღის და თამბაქოს უკანონო ვაჭრობას კვლავ განაგრძობენ. ანგარიშის ავტორების განმარტებით, ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი პრობელმა არის კორუფცია, რომელიც განსაკუთრებით მოლდოვასა და უკრაინაში შეინიშნება. კორუფციონერების მოქმედების არეალს კი, მათი თქმით, განსაკუთრებით საბანკო სფერო წამოდგენს.