სკანდალებისა და სავარაუდო კორუფციული გარიგებების ფიგურანტი "ოცნების" მილიონერი დეპუტატი, რომელიც კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვიქტორ ჯაფარიძე ივანიშვილის ანტიდასავლური დაჯგუფების ახალი სახეა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე დროში გამდიდრებული დეპუტატი არასამთავობო ორგანიზაციების არაერთი ხმაურიანი კვლევის მთავარი მოქმედი პირია.
სასტუმროებისა და უძრავი ქონების, ასევე 11 კომპანიის წილების მფლობელი დეპუტატის მიმართ სამოქალაქო ორგანიზაციებს არაერთი შეკითხვა აქვთ, თუმცა სწორედ მმართველ გუნდთან მჭიდრო კავშირების გამო ვიქტორ ჯაფარიძის ქონებისა და შემოსავლების წარმომავლობით საგამოძიებო უწყებები არასოდეს დაინტერესებულან.
იხილეთ ასევე: