"ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე" | ბულგრეთის მთავრობა

გამოქვეყნდა:

ბულგარეთის მთავრობის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ქვეყნის სახელი ტერორისტულ აქტივობებში რაიმე სახის მონაწილეობას დაუკავშირდეს. 

"დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად" - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში

ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანით პოლიეთილენის ფირფიტების გადატანა და მისი მარშრუტი თითქოსდა, ბულგარეთიდან იწყებოდა, ამასთან დაკავშირებით კი ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გამოძიება დაიწყეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი