
ილონ მასკი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბრის შესახებ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს სიცრუეა და პუტინს ბოლოს 18 თვის წინ ესაუბრა.
"არა, მე მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე პუტინს და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ. საუბრის თემა კოსმოსი იყო“, - წერს მასკი twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასკი, უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებამდე ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.