ამერიკელი პოლიტოლოგის თქმით, მასკი უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებამდე პუტინს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ილონ მასკი, უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებამდე ვლადიმერ პუტინს ესაუბრა -  ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა იან ბრემერმა, ილონ მასკთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მასკმა ბრემერს განუცხადა, პუტინი "მზადაა მოლაპარაკებისთვის", მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი რუსეთს დარჩენა, უკრაინა ნეიტრალური იქნება და მიიღებს ე.წ დონეცკისა და ხერსონის სახალხო რესპუბლიკებს და ზაპოროჟიეს რეგიონებს.

მასკის თქმით, პუტინმა ასევე ახსენა შესაძლო ბირთვული დარტყმა, თუ უკრაინა შემიჭრება ანექსირებულ ყირიმში.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით მასკმა განაცხადა, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი შედეგი".

შეგახსენებთ, რომ "ტესლას" აღმასრულებელი დირექტორი სამშვიდობო წინადადება, უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას მოიცავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი