აქტია, რომელიც მუქარას შეიცავს, მერია პოლიტიკას არ შეიცვლის - ხარჩილავა მანქანის დაწვაზე

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ გვიან ღამით მისი მანქანის დაწვა მუქარას უკავშირდება. მისივე თქმით, მერია არ აპირებს ის პოლიტიკა შეცვალოს, რასაც მისი არჩევის შემდეგ ატარებს.

"დილის 4-ის ნახევარზე ჩემი ავტომობილი, პირადი ავტომობილი ეს, რითაც გადავადგილდები იწოდა. ბავშვმა ხმა გაიგო, რაღაცის გასკდომის მსგავსი, შემდეგ დავრეკეთ 112-ში მოვიდა სამაშველო სამსახური, მანქანა დამწვარია ბოლომდე. აქ არის ისეთი კვალი, ფოტოზე ჩანს, რომელიც ცეცხლის გაჩენის მექანიზმს განსაზღვრავს, ეს მაძლევს წინასწარი დასკვნის უფლებას, რომ ადამიანმა გააკეთა, თვითონ მანქანა იყო გამართული, 100%-ით გამართული ავტომობილი გახლდათ. ფაქტია, რომ ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით, მიდგომებით. მუქარა, აქტი რომელიც მუქარას შეიცვას, მე იმას გეტყვით, რომ მერია თავის პოლიტიკას არ შეიცვლის", - თქვა გია ხარჩილავამ. 

მისი განცხადებით, სამართალდამცავებმა გამოკითხეს და მანქანას ექსპერტიზას ჩაუტარებენ. იხილეთ: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი