პოლონური მილსადენის ოპერატორი PERN ამბობს, რომ დრუჟბას ნავთობსადენში გაჟონვა მოხდა

გამოქვეყნდა:

პოლონურმა ოპერატორმა PERN-მა აღმოაჩინა გაჟონვა დრუჟბას ერთ მილსადენში, რომელიც ნავთობს რუსეთიდან ევროპაში ატარებს. გაჟონვა სამშაბათს საღამოს მოხდა.

PERN-ის თქმით, ამ ეტაპზე გაჟონვის მიზეზები უცნობია. ის აღმოჩენილია მილის მონაკვეთზე, პოლონეთის ქალაქ პლოკიდან 70 კილომეტრში.

დრუჟბას ნავთობსადენი, რომლის სახელი რუსულად ნიშნავს "მეგობრობას", მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც რუსული ნავთობით ამარაგებს ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილს, მათ შორის გერმანიას, პოლონეთს, ბელორუსიას, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს და ავსტრიას.

რუსულმა Transneft-მა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდება გრძელდება პოლონეთის მიმართულებით და რომ "პერნს" ჯერ არ უთქვამს რამდენ ხანს დასჭირდება რემონტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი