NATO ადასტურებს, რომ უკრაინა უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინა უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან ლოიდ ოსტინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი უკრაინის გვერდით იქნებიან სანამ ეს საჭირო იქნება.

"მივესალმები უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია, ისევე როგორც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ უკრაინას. მჯერა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა...ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდზე მანამ, სანამ საჭირო იქნება...ჩვენ გავზრდით მხარდაჭერას და, კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით" - თქვა სტოლტენბერგმა

12 ოქტომბერს, ბრიუსელში, ე.წ. რამშტაინის ფორმატის მე-6 შეხვედრაზე უკრაინისთვის  იარაღის მიწოდებისა და სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხები განიხილეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი