
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის. ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე თქვა.
"თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინას იმ სისწრაფით მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შესაძლებელი იქნება მათი უკრაინაში ჩატანა. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ. ჩვენ ვაპირებთ უკრაინას მივაწოდოთ სისტემები, რომლითაც ამერიკაა აღჭურვილი და რომელიც ხელმისაწვდომია გერმანიის მსგავსი ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე შევეცდებით მივაწოდოთ დამატებითი აღჭურვილობა იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები ამჟამად იყენებენ", - თქვა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილე 50 ქვეყნის მაღალჩინოსანს კარგად ესმის უკრაინელი ხალხის წუხილი მათი სახლებისა და ოჯახების უსაფრთხოებაზე.