მიხეილ სააკაშვილის საქმე და პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე-ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელშიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებია ასახული, მათ შორის საუბარია მის მიმართ არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის დღიდან აწარმოებს მონიტორინგს. სამართლებრივ ანალიზში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ ასრულებს ვალდებულებას. ორგანიზაციის წევრები მიმართავენ რეკომენდაციით ხელისუფლებასთან გადაუვადდეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი და გადაიყვანონ ის უცხოეთში სამკურნალოდ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი ჩანაწერი არსებობს, კერძოდ 283-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, როდესაც ვერ ხერხდება პატიმრის მკურნალობა, მისი გადაყვანა თავადვე მოითხოვოს.
"ამ ანალიტიკურ დოკუმენტშიც არის ასახული, როდესაც ერთ ერთი ჩვენი ბენეფიციარი გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე საპატიმროდან სასჯელის გადავადების შესაძლებლობით, მან იმკურნალა ჯერ საქართველოში, მაგრამ ვინაიდან არ იყო ეფექტიანი საქართველოში მკურნალობა, საფრანგეთში გააგრძელა მკურნალობა და შემდეგ დაბრუნდა" აცხადებს ალეკო ტყებუჩავა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
მისი თქმით, შესაძლებელია სახელმწიფომ ამ მიმართულებით იმუშაოს იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უფლების თაობაზე მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს დღეს, მოგვიანებით გაასაჯაროებს.
იხილეთ ასევე: