მიხეილ სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნაზე, უარის თქმის საფუძველი გვაქვს - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, თუ უკრაინის მხირდან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე ოფიციალური მოთხოვნა ოფიციალურად შემოვა, უარის თქმის საფუძველი არსებობს. ამ თემაზე მან "იმედის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მკურნალობის მიზნით გადაუვადდეს, სასამართლოს უნდა მიმართონ.

"როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი", - თქვა ბრეგაძემ. 

მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეში "აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი